ძლიერი თოვლის გამო თუშეთი-კახეთის გზაზე, კერძოდ კი ფშაველი-აბანო-ომალოს ტერიტორიაზე ზვავი
ჩამოწვა.
ზვავში მოყოლილი ერთი ადგილობრივის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ზვავის გამო თუშეთიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ ტურისტებიც. ერთ-ერთ მათგანს ფარული სისხლდენა აქვს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ვერ ხერხდება.
მათი გიდის, ლევან სულაკაურის განცხადებით, უკვე 5 საათია, რაც თუშეთიდან გამოსვლას უშედეგოდ ცდილობენ.
„სამუშაოები საერთოდ არ ტარდება. ვართ უღელტეხილის აქეთ. გაჩერებული ვარ იმიტომ რომ ჩემ წინ 10 მეტრში, ხოლო უკან 2 მეტრში ზვავია. ველოდები სამაშველოს რომ იქნებ გაწმინდონ გზა. 5 საათია ჩაკეტილი ვარ“- განაცხადა გიდმა.

















