logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პოლონეთში დღესასწაული “თბილისური შემოდგომა ვარშავაში” გაიმართა
პოლონეთში დღესასწაული “თბილისური შემოდგომა ვარშავაში” გაიმართა
17:54 04.10.2017
პოლონეთში, მდინარე ვისლას ბულვარში საქართველოს დედაქალაქის დღესასწაული - “თბილისური შემოდგომა ვარშავაში” გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურულ-კულინარიული ხასიათის ღონისძიებები მოეწყო.
დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე Tbilisi Big Band-ის სოლისტების კონცერტი გაიმართა. ქართული მხატვრული ნაწარმოებები წაიკითხა პორტალის „Kaukaz.pl” რედაქტორმა თამარ გელაშვილმა. ცნობილმა პოლონელმა მსახიობმა, მწერალმა და ჟურნალისტმა კატარჟინა პაკოშინსკამ, საკუთარი წიგნების „გეორგიალიკი“ და „სამარადისო“ მიხედვით ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე. პოლონეთში მოღვაწე „პოლონეთის რადიოს თეატრის” ქართველმა ლაურეატმა ოთარ სარალიძემ და პიანისტმა თინათინ სარალიძემ დღესასწაული მუსიკალურად გააფორმა.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შესახებ შექმნილი ვიდეო-რგოლებისა და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, ასევე ქართული ეროვნული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ქართული სამზარეულოსა და პროდუქციის სადეგუსტაციო კუთხეები მოეწყო, სადაც ვარშავის მოსახლეობას საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.
“თბილისური შემოდგომა ვარშავაში” საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და თბილისის მერიის დაფინანსებით მოეწყო. ღონისძიებას დაესწრო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და ვარშავის მერიის წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა