Human rights watch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ 2011 წლის მაისში თბილისში ანტი-სამთავრობო აქცია დაარბია, რომელიც სასამართლო პროცესების სრული დაცვით დასჯადი ქმედებაა.
„ხელისუფლებამ გადაჭარბებული ძალის გამოყენების ფაქტების გადამოწმება ვერ შეძლო“ - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშიდან ისიც ირკვევა, რომ შეშფოთებას სხვა შეზღუდვებიც იწვევს. კერძოდ, გამოიკვეთა სიტყვისა და მედიის თავისუფლების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები, ისევე, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დროებითი საცხოვრებლებიდან გამოსახლება.
ანგარიშის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობენ, თუმცა, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით თავის ბერკეტებს ვერ იყენებენ.

















