logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 სვანეთი National Geographic Travel-ის ობიექტივში მოხვდა
სვანეთი National Geographic Travel-ის ობიექტივში მოხვდა
16:06 03.10.2017
National Geographic Travel-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო გადაცემის წამყვანმა რობერტ რეიდმა სვანეთში იმოგზაურა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უშგულელების დახმარებით ცნობილმა წამყვანმა ცხენზე ჯირითი ისწავლა და საქართველოს უდიდესი მწვერვალის შხარის ძირში იმოგზაურა.
რობერტ რეიდმა სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებები National Geographic Travel-ის მკითხველს და მაყურებელს გაუზიარა.
„ეწვიეთ საქართველოს ყველაზე შორეულ კუთხეს და პატარა სოფელ უშგულს. აქ თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი მოგზაურობა, კავკასიონის მთებში ცხენით ჯირითი. მოგზაურობის დროს ადგილობრივებთან შეხვედრისას ხშირად მეორე ოჯახს იძენ. ძალიან იღბლიანი ვარ, ამ ხალხმა საოცარი სითბო გამიზიარა. ეს არ იყო მხოლოდ ერთი შესანიშნავი ოჯახი, სადაც მე დავრჩი, არამედ მთელი უშგული იყო ჩემი მასპინძელი. კარგი მასპინძლობა, ყოველთვის არ ნიშნავს 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში დარჩენას, თუ შენ საკუთარ თავს მისცემ საშუალებას, განსხვავებული მიიღო და გაიზიარო, ისიც მიგიღებს. ვისურვებდი, რომ ყველა მოგზაურმა გაიზიაროს ის შთაბეჭიდლებები რაც მე საქართველოში მივიღე“- აცხადებს რობერტ რეიდი.
უწყების ინფორმაციითვე, National Geographic Travel-ის გადამღები ჯგუფი სვანეთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე წლის მაისში ეწვია. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლების უშგულის სილამაზეს და ადგილობრივების ცხოვრების სტილს National Geographic Travel-ის საშუალებით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ეცნობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა