logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აჭარის მუნიციპალიტეტებს წყლის სისტემის რეაბილიტაციაში დაეხმარება
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აჭარის მუნიციპალიტეტებს წყლის სისტემის რეაბილიტაციაში დაეხმარება
14:31 03.10.2017
სასტუმრო „რედისონში“ აჭარაში წყლის სექტორის რეფორმის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საბოლოო ანგარიშის განხილვა გაიმართა.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და გნავითარების ბანკის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში აჭარაში წყლის რეფორმის განოხრციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის, ბათუმის მერიისა და „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტები, რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში KFW- ს მხარდაჭერით ხორციელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარისთვის.

ზურაბ პატარაძემ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ისაუბრა მაღალმთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა გაზიფიცირების ისტორიული პროექტი, ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა, მწვანე ტბის განვითარების გეგმის შემუშავება. მისი თქმით, აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იქნება ერთგვარი გაგრძელება აჭარის მთავრობის მხრიდან მუნიციპალიტეტების განვითარებისათვის განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების.

აჭარის წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დოკუმენტი საკონსულტაციო კომპანია MACS – Energy and Water- მა წარადგინა.

პროექტის განსახორციელებლად აჭარის მთავრობამ შექმნა სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“ , რომელიც კონსულტანტიას გაუწევს დონორ ორგანიზაციას და დაეხმარება მუნიციპალიტეტებს პრიორიტეტების განსაზღვრაში თუ სხვა მიმდინარე საქმიანობაში.
აჭარაში წყლის სექტორის რეფორმა გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხითა და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდის (NIF) გრანტით დაფინანასდება. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 44.000.000 ევროს შეადგენს, ინვესტიციების პერიოდი 7 წელზეა გათვლილი (2018-2024წწ).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა