ხულოს მუნიციპალიტეტმა ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალს "თოფუზს" უმასპინძლა.
ხულოს რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში გაიმართა, სადაც ფილმები იქნა ნაჩვენები.
უწყების ცნობითვე, წარმოდგენილი ფილმებიდან საუკეთესო საბავშვო ფილმი ბავშვებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და დღევანდელი დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ბოლქვაძემ. ღონისძიება გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.

















