logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზამ ჟურნალისტებს უმასპინძლა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზამ ჟურნალისტებს უმასპინძლა
10:50 02.10.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტელე-რადიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების, ასევე, სხვადასხვა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟურნალისტებს ჯიღაურაში განთავსებული ეროვნული საგანძურის - საკოლექციო ვენახის - შექმნის ისტორია და მიმდინარე სამეცნიერო მუშაობის შედეგები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა გააცნეს, რის შემდეგაც სტუმრებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა.
ყურძნის კრეფის შემდეგ, მასმედიის წარმომადგენლები საწნახელში ყურძნის დაწურვის, თათარის მოდუღებისა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესში ჩაერთვნენ, დააგემოვნეს ბაზაზე გაშენებული უნიკალური ჯიშებისაგან დამზადებული ქართული ღვინო.
დღეისათვის ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზე განთავსებულ მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზაზე, აკად. სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ქართული ვაზის ჯიშების ეროვნულ ამპელოგრაფიულ კოლექციაში ქართული ვაზის 460-მდე ჯიშია დაცული, რომელთა აღდგენაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშები სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა, მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინო მზადდებოდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოებს აყენებს და შემდგომში მათზე კვლევებს ახორციელებს. ბაზაზე ასევე გაშენებულია უცხოური ვაზის 350 -მდე ჯიში, 300-მდე სახის ხეხილოვანი, მათ შორის, კურკოვანი და კენკროვანი კულტურა.

ჯიღაურას ბაზაზე ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი ფონდის „ქართუ“ ფინანსური მხარდაჭერით 2007 წელს დაარსდა, რომელიც 2014 წელს ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა