დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია
„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ფონიჭალის III მიკრორაიონის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) ლამისყანის, წერონისის, სამღერეთის, ჟღენტის, ზედამზის, მაჩხაანის, კლდეკარის, ლაითურის, სუვოროვის, ხერთვისის, ანაპის 414 დივიზიის, ვანათის, ღრმაღელის, მუხრანის, ფეიქართა, ქსნის და ღოღობერიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩის, 11 საათიდან 17 საათამდე ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, კალოუბნის და შუამთის ქუჩების, 12 საათიდან 14 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), 11 საათიდან 15 საათამდე წინანდლის, დოესის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, ნოსირის, კასპის, კობარეთის, ზურაბიშვილის და უბილავას ქუჩების, ხოლო 12 საათიდან 14 საათამდე დიდი დიღმის III მიკრორაიონის და პეტრე იბერის ქუჩის მაცხოვრებლები.

















