თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი
10-დან 17 საათამდე ქებურიას, ჩხიკვაძის, ცოტნე დადიანის, სანერგის, ხევსურეთის და იმერეთის ქუჩებს გაეთიშება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენერგომომარაგება აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და აღმაშენებლის მე-12 კილომეტრს, ლარეხის, მნათობის, ჩეჩელაშვილის, ჩუბინაშვილის და გოგოლის ქუჩებს რ მიეწოდება.
ელექტროენერგია 10-დან 18 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩებს, ვარკეთილის მასივის I კვარტლის, მოსკოვის გამზირის, თრიალეთის, შუამთის და ქინძმარაულის ქუჩებს, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, წერეთლის გამზირის ნაწილს, ზუგდიდის, სოხუმის და ლუბლიანას ქუჩებს არ მიეწოდება.
ამავე პერიოდში, შუქი გლდანის IV და VI მიკრორაიონებს, ვაზისუბნის დასახლების და შანდორ პეტეფის ქუჩას, ამაღლების, წავკისის და ოქროყანის ქუჩებს, დაბა წყნეთის კოსტავას, თევდორე მღვდლის და წყნეთის ქუჩებს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ქავთარაძის, თამარაშვილის და ცინცაძის ქუჩებს გაეთიშება.
ქვესადგურში „სოლოლაკი“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 11-დან 15 საათამდე დიუმას, აბესაძის, დადიანის, ლერმონტოვის და საიათნოვას ქუჩებს შეეზღუდება.

















