ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაში 12 მოსწავლე მოიწამლა.
როგორც დაზარალებული ბავშვები აცხადებენ, ისინი ფიზ-კულტურის გაკვეთილის შემდეგ ერთნაირმა სიმპტომებმა, მუცლის ტკივილმა და თავბრუსხვევამ შეაწუხათ.
სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებმა სკოლის ბუფეტიდან სინჯები უკვე აიღეს.
ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

















