ტელე-რადიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე რთველში მოაწილეობის მიღებისა და ბაზაზე გაშენებული უნიკალური ნარგაობების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალება მიეცემათ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტებმა აპლიკაცია 30 სექტემბრამდე უნდა შეავსონ.
ჯიღაურას ექსპერიმენტალური ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში (თბილისიდან 28 კმ) 80 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში ვაზის ქართული 437 და უცხოური 350 ჯიშია დაცული, მათ შორის, ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშები სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა და მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინოც მზადდებოდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოებს აყენებს და შემდგომში მათზე კვლევებსაც ახორციელებს.
ღონისძიება 1 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიართება.

















