logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მოინახულა
ლევან დავითაშვილმა სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მოინახულა
12:07 28.09.2017
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები გრძელდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, "რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, კოოპერატივს "მთის გემო" 1500 ლიტრის მოცულობის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები გადაეცა.
კოოპერატივმა "მთის გემო" სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენება უზრუნველყო, სადაც პროგრამის ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა განთავსდა და რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კოოპერატივის წევრებს საწარმოში შეხვდა და იმერული ყველისა და სულგუნის წარმოების პროცესსაც გაეცნო.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობითვე, მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხეში მეფუტკრეობის კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის პროცესსაც დაესწრო. "მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, რეგიონის 6 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 190 სკა, 6 კოოპერატივს 55 ათასი ლიტრის თაფლის შესანახი ავზები, 6 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი), ხოლო 5 კოოპერატივს 5 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა გადაეცა. სკების გადაცემას ლევან დავითაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე შეხვდნენ.
"მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის" მიზანი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა