logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 სამეცნიერო პიკნიკი თელავის შემდეგ ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა
სამეცნიერო პიკნიკი თელავის შემდეგ ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა
09:52 28.09.2017
„მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალის ფარგლებში, თბილისისა და თელავის შემდეგ, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა, სადაც „საბავშვო მეცნიერებისა“ და „ინოვაციური პროექტების” გამოფენები ყველა ასაკის ბავშვის ინტერესებზე იყო მორგებული.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დამთვალიერებლებმა უამრავი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტი და გამოგონება იხილეს, იყო გამოფენები, პრეზენტაციები, პერფომანსები, სახალისო ცდები ქიმიიდან, ფიზიკიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ მსგავსი ექსპერიმენტები და მათთვისაც თვალსაჩინო გამხდარიყო ბევრი მანამდე ამოუხსნელი მოვლენა. მნიშვნელოვანია, რომ პიკნიკში მონაწილეობდა ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე - ბრიტანული სამეცნიერო შოუ.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია დაესწრო.

საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში, 24 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი, რომელიც წელს მესამედ იმართება, მისი მასშტაბები და შინაარსი ყოველწლიურად საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება.

6 ოქტომბრის ჩათვლით, ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ცენტრალური და 300-მდე პარალელური ღონისძიება გაიმართება - კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, საჯარო ლექციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისათვის, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვ. მოხდება იმ დიდ ქართველი მეცნიერების გახსენება, რომელთა იუბილეც წელს აღინიშნება. ამასთან, ქართული და მსოფლიო მეცნიერების უახლეს მიღწევების გაცნობა, რაც ახალგაზრდა თაობას მეცნიერების მიმართ ინტერესს გავუღვივებს.

ფესტივალის მიზანია ერთის მხრივ, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მეორეს მხრივ, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია. მეცნიერებაში ინოვაციური მიდგომების წახალისება და დანერგვა, მკვლევართა მოტივაციის გაზრდა, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. ფესტივალი ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოებისათვის ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას. ამასთან, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების დაახლოებას.

ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქვეუწყებები, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, კოლეჯები, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, განათლების საერთაშორისო ცენტრი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ასევე მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა