განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციაში მონაწილეობისთვის ხვალ საერთაშორისო ექსპერტების ორი ჯგუფი ესტუმრება.
პირველ ჯგუფს წარმოადგენენ - ბრნოს ,მენდელის უნივერსიტეტის პროფესორი ბიზნეს/ეკონომიკის დარგში პაველ ზუფანი( ჩეხეთის რესპუბლიკა) და ჰაინც ულრიჰ შმიდტი, სხვადასხვა საერთაშორისო სააგენტოების ექსპერტი, როგორიცაა FIBAA და საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირების აკრედიტაციის ფონდი. ისინი, STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში, შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შეაფასებენ.
საერთაშორისო ექსპერტთა მეორე ჯგუფს წარმოადგენენ - ლორენ კოუნილონი, ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორი, ნიცის, სოფია ანტიპოლის უნივერსიტეტში ( საფრანგეთი) და ილმონიემი რისტო, ნეირომეცნიერებებისა და ბიომედიცინის ინჟინერიის პროფესორი, აალტის უნივერსიტეტში (ფინეთი). ისინი, STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიოსამედიცინო ინჟინერიის სადოქტორო, ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას შეაფასებენ.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ექსპერტთა ორივე ჯგუფის შემადგენლობაში წარმოდგენილნი იქნებიან სტუდენტი და დამსაქმებელი.
მიმდინარე წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.

















