logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის 5 სტუდენტი ხორვატიული საინჟინრო კომპანიის სტიპენდიას მიიღებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის 5 სტუდენტი ხორვატიული საინჟინრო კომპანიის სტიპენდიას მიიღებს
19:39 26.09.2017
ხორვატიული კომპანია IGH ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურის ხუთ წარმატებულ სტუდენტს, დაეხმარება ფაკულტეტს საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამების განვითარებაში, მონაწილეობას მიიღოს დამსაქმებელთა მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში, უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის პრაქტიკების ორგანიზებას კომპანიის თბილისის ოფისში.

თანამშრომლობის ამ და სხვა მიმართულებებს ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ხორვატიული საინჟინრო კომპანია IGH-ს შორის გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და სს „ინსტიტუტი IGH“-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა ივან პალადინამ.

ხორვატიული საინჟინრო კომპანია აპირებს რამდენიმე მიმართულებით ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, კერძოდ, დაუნიშნოს ყოველთვიური სტიპენდია სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურის ხუთ წარმატებულ სტუდენტს, დაეხმაროს ფაკულტეტს საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამების განვითარებაში, მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებელთა მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის პრაქტიკების ორგანიზება კომპანიის თბილისის ოფისში, საქართველოში არსებულ საზედამხედველო ობიექტებზე და საპროექტო-საველე სამუშაოებში.

როგორც ხელმოწერის ცერემონიალზე სს „ინსტიტუტი IGH“-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა ივან პალადინამ აღნიშნა, კომპანია უნივერსიტეტს დაეხმარება შესაბამისი, თანამედროვე სახელმძღვანელოების მოძიებაში, უნივერსიტეტს მიაწვდის საკუთარ შეხედულებებსა და რჩევებს არსებული და დაგეგმილი სასწავლო პროგრამების შესახებ, დაეხმარება უნივერსიტეტს ზაგრების ტექნიკურ უნივერსიტეტთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობაში. მხარეები, მოამზადებენ ერთობლივ სამეცნიერო სტატიებს ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ევროპული სტანდარტების შესახებ. კომპანიის წამყვანი სპეციალისტები უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებენ სასწავლო სემინარებს.

უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიის წარმომადგენლებს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ხორვატიულ კომპანიასთან თანამშრომლობა წაადგება მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და სამომავლოდ მათ პერსპექტიულ დასაქმებას.
შეხვედრას ესწრებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე. როგორც სეთურიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში გეგმავს განახორციელოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებშიც ჩაერთვებიან ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრები. „ჩვენ ვთხოვეთ კონტრაქტორებს ეზრუნათ კადრების მომზადებასა და გადამზადებაზე. ჩვენს თხოვნას პირველი ხორვატიული კომპანია IGH გამოეხმაურა. ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“;- განაცხადა სეთურიძემ

IGH უკვე თანამშრომლობს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და ახორციელებს გზების რეაბილიტაცია-მშენებლობის და მოვლა-შენახვის საზედამხედველო საქმიანობას, აგრეთვე მუშაობს რამდენიმე მიმართულებით გზების მშენებლობის პროექტირებაზე. კერძოდ, ახორციელებს ლენტეხი-მესტიის გვირაბის, სნო-შატილი-ახმეტა შემოვლითი გზის, ქუთაისი-აბასთუმნის მონაკვეთის და ზემო იმერეთი-რაჭის გზის საპროექტო სამუშაოებს.

კომპანია IGH დაინტერესებულია საქართველოში საქმიანობის გაფართოვებით. თბილისში ვიზიტად მყოფმა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ოლივერ კუმრიჩმა და კომპანიის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა ივან პალადინამ სამომავლო თანამშრომლების პერსპექტივებთან დაკავშირებით შეხვედრები გამართეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, „საქართველოს მელიორაციაში“, "საქართველოს რკინიგზაში". შეხვედრებზე განიხილეს IGH-ის ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობები და ევროპული სტანდარტების დანერგვაში თანამონაწილეობის შესაძლებლობები.

ხორვატიულმა კომპანია IGH-მა საქართველოში საქმიანობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო, როცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გააფორმა ხელშეკრულება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის. რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესახებ. IGH-მა გახსნა ოფისი თბილისში, სადაც დასაქმებულია 68 სპეციალისტი/ექსპერტი, მათ შორის 16 ხორვატი და 52 ქართველი. კომპანიის ფილიალის თანამშრომლები არიან ახალგაზრდა დამპროექტებელი და ზედამხედველი ინჟინრები, თარჯიმნები, მოვლა-შენახვის სპეციალისტები, ადმინისტრაციული პერსონალი და მძღოლები.

IGH-ს, საქართველოს გარდა, ფილიალები აქვს ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მონტენეგროში, სერბეთში, ბულგარეთში, ალბანეთში, კოსოვოში. კომპანია საქმიანობს ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში.

კომპანია 1949 წელს დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს მშენებლობების პროექტირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას, პროექტების მართვას, კვლევებს, საკონსულტაციო მომსახურებას, სამშენებლო მასალების ლაბორატორიულ ტესტირებას, სტანდარტიზაციას. კომპანიის მიერ დაპროექტებულია 800 ხიდი, 80 კმ საერთო სიგრძის გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბი ხორვატიაში - Mala Kapela, რომლის სიგრძე 5760 მეტრია, აღიარებულია როგორც ყველაზე უსაფრთხო ევროპაში (2008 და 2009 წლები).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა