დედაქლაქის გარკვეულ ქუჩებს და დასახლებებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია
„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 VI , VII, VIII და IX კვარტლების, აეროდრომის დასახლების, სამგორის I დასახლების, კოჯრის ახალი გზატკეცილის, კომკავშირის ხეივნის, ბერძნის ჩიხის, ნადიკვარის დასახლების, პეკინის გამზირის, ზურაბ ჟვანიას მოედნის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, გაგარინის, კანდელაკის, ნადიკვარის, სულიკო თორთლაძის, გორგასალის, ბეჟან კალანდაძის, მანანა მელქაძის, რუსუდან მეფისაშვილის, ბერძნის, მარტვილის, ამაღლების, მარო მაყაშვილის, როსტომ მუსხელიშვილის, გიზო ნიშნიანიძის, კალოუბნის, ჯავახეთის და შუამთის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვარკეთილი-3 IV მიკრორაინის, 10:30 საათიდან 17 საათამდე წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ფერიცვალების, ურბნისის, დუტუ მეგრელის, ჩეხოვის, ისნის და მეტეხის ქუჩების, 10 საათიდან 15 საათამდე ვაზისუბნის დასახლების, შანდორ პეტეფის და მანდელშტამის ქუჩების, 10 საათიდან 16 საათამდე ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების, 12 საათიდან 17 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლები.
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა ბარალეთის ჩიხის, ლიბანის შესახვევის, ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს შეეხება.

















