მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების მეთოდებსა და ფუნქიონალურ კვებაზე სემინარი გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდები კვების ფიზიოლოგიის ახალ მიმართულებას - ჯანმრთელობისთვის ფუნქციონალური კვლევის მნიშვნელობას გაეცნენ. თემის ირგვლივ ვიქტორინა გაიმართა.
უწყების ცნობით, ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საჯარო ლექციები და სემინარები ჯიღაურასა და წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზებზე ჩატარდება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მოსწავლეებისთვის თემატურ ექსპედიციასაც ჩაატარებენ.
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორე წელია იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკები იღებენ.

















