აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ხვალ
გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლები აგრეთვე საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავებს ყვავილებით შეამკობენ.
აფხაზეთის მთავრობის წევრები გმირთა მოედანზე 10:00-ზე მივლენ.

















