ქვემო ვაშლოვანის სპორტულ მოედანზე მინი ფეხბურთში საჯარო სკოლების ნაკრებგუნდებს შორის რამინ
ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა.
ხულოს რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურნირში 2006, 2007, 2008 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
პირველ ადგილზე ბოძაურის საჯარო სკოლის, ხოლო მეორეზე სასულიერო გიმნაზიის ნაკრები გუნდები გავიდნენ. მესამე ადგილი კი ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ნაკრებ გუნდს ხვდა წილად.
ღონისძიებას გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ „ხულოს სასპორტო სკოლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამარჯვებულ გუნდებს მედლები, სიგელები, თასები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

















