logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს
საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს
13:52 26.09.2017
საქართველოს პრემიერი-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ საქართველო 2023 მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას, საქართველოში 25 ათასამდე ადამიანი ჩამოვა და საქართველოსა და ზამთრის სპორტის სახეობების ძალიან მნიშვნელოვანი პოპულარიზაცია მოხდება.

„სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა დელეგაცია სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის და ფედერაციის ექსპერტების შემადგენლობით, რომლებმაც საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების მზადყოფნა შეაფასეს.
მათ ჩვენი ინფრასტრუქტურა მიიჩნიეს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ამ ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო ჩემპიონატს აქვს. რა თქმა უნდა, 2023 წლამდე ჩვენ გასაწევი გვაქვს გარკვეული სამუშაო, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი კურორტები ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი ჩემპიონატის ჩატარებისთვის არის საჭირო.
თუ ჩვენ მოვიგებთ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას, საქართველოში 25 ათასამდე ადამიანი ჩამოვა, საქართველოსა და ზამთრის სპორტის სახეობების ძალიან მნიშვნელოვანი პოპულარიზაცია მოხდება, რაც ჩვენთვის ძალიან მაღალი დონის ამოცანაა. მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, ბავშვებმა უფრო მეტად ისიამოვნონ ზამთრის სპორტის სახეობებით, მეტად ჩაერთონ და გაიკაჟონ ჯანმრთელობა. ჩვენ ამ მიმართულებით წელს უკვე ზამთრის სეზონზე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როდესაც ზამთრის არდადეგების მცოცავი გრაფიკი შემოვიღეთ. გაცილებით მეტმა ბავშვმა შეძლო ხელმისაწვდომ ფასად სასტუმროებში ზამთრის არდადეგების გატარება. ასევე ვაფინანსებთ ზამთრის სათხილამურო სკოლებს და მომავალ წელსაც განვაგრძობთ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. ასევე განვაგრძობთ იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც აუცილებელია ამ კუთხით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის“-განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა