logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით „ქართული ხელნაწერები“ გამოიფინება
ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით „ქართული ხელნაწერები“ გამოიფინება
11:05 26.09.2017
ენების ევროპული დღის აღსანიშნავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. პროექტი უკვე უკვე მესამე წელია ტარდება და მიზანს უცხოეთში ქართული ენისა და კულტურის გაცნობა და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთში, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, საქართველო წელსაც აქტიურად არის ჩართული. ოცზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილია ქართული ენის კუთხეები, სადაც ქართული ენითა და კულტურით დაინტერესებული უცხოელები ქართული ენისა და კულტურის შესახებ საინფორმაციო-პოპულარული მასალებით დასაჩუქრდებიან.
პროგრამა „ირბახის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამზადებს ისეთ სასაჩუქრე კომპლექტებს, როგორიცაა ილუსტრირებული ორენოვანი ბროშურა „ქართული ენა“ (ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, თურქულ ენებზე); პოსტერები - „ქართული ანბანი“, „ვისწავლოთ ქართული ენა“; წიგნის სანიშნე ქართული ანბანის გრაფიკული გამოსახულებებით; კომპაქტდისკი მუსიკალური ვიდეოკლიპისა „ქართული ანბანი“.
სასაჩუქრე კომპლექტს წელს კიდევ ერთი ახალი ბროშურა - „რატომ უნდა ვისწავლო ქართული ენა“ ქართულ და ინგლისურ ენებზე დაემატა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში საქართველოს საელჩოებს გადასცემს, რომლებიც ენების ევროპული დღის საზეიმო ღონისძიებების დროს ქართული ენის კუთხეების ორგანიზებასა და სასაჩუქრე მასალების გავრცელებას უზრუნველყოფენ (იხ. ბმული: http://geofl.ge/#!/page_geolang)
უწყების იფნორმაციით, ქართული ანბანის თემაზე არაერთი კონფერენცია-სემინარი, საჯარო ლექცია-პრეზენტაცია, გამოფენა თუ პერფორმანსი იმართება თბილისში „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში. კერძოდ,
o 12:00 - სემინარი: „ქართული დამწერლობა - კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“ - ორგანიზატორი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - (მ. ალექსიძის 1/4)
o 12:00-17:00 - ანბანის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა - ავტორი დიმა თოფურიძე - (მ. ალექსიძის 1/4)
o 13:00 - საჯარო ლექცია/პრეზენტაციები - ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - (მ. ალექსიძის 1/4)
o „ქართული ანბანი - სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ - ასოც. პროფ. ლელა ციხელაშვილი
o „ქართული ანბანი - იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდერობის ნუსხაში“ - გ. გოგოლაშვილი, ავთ. არაბული. კ. ნაცვლიშვილი
o 13:00 - „მსოფლიოში უნიკალური ანბანი“ - ორგანიზატორი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. ღონისძიება მოიცავს რატი ამაღლობელის საჯარო ლექციას, 33 თანამედროვე ქართველი მწერლის ანბანისადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაციას, GAU-ს IT ლაბორატორია GeoLab-ის მიერ ახალი ქართული შრიფტების პრეზენტაციას, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დასის მონაწილეობით ეტიუდს ქართული ანბანის შექმნის თემაზე) - (მ. ალექსიძის 1/4)
o 15:30 - ქართული ანბანი ქართულ ხელოვნებაში - ანბანის თემაზე შექმნილი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის კოლექციის პრეზენტაცია - ორგანიზატორი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - (მ. ალექსიძის 1/4)
o 16:15 - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენის გახსნა - „ქართული ხელნაწერი“ - წარმოდგენილი იქნება ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები (ორიგინალები), რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს X-XVIIსს - (მ. ალექსიძის 1/3)
o 16:15 - ვიდეოპროექტის "ხელნაწერები არ იწვიან" პრეზენტაცია. წარმოდგენილი იქნება ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოგამოსვლები ქართულ ანბანზე, ხელნაწერებისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესახებ - თამარ ჭოხონელიძე - (მ. ალექსიძის 1/3)
o 17:00 - ნიაზ დიასამიძის კონცერტი - ხელნაწერთა ინსტიტუტის ეზო

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა