საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის
ორგანიზებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში, ჩაის ცერემონია გაიმართება.
ჩაის ცერემონიას გაუძღვება იაპონიიდან ამ ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატი - მიჩიკო უჩინო.
ღონისძიებას იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
„იაპონური ჩაის ცერემონია ანუ ჩანოიუ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალიზებულ მომზადებას. მიჩიკო უჩინო ჩაის სკოლის, ურასენკეს წარმომადგენელია და ის ამ საქმიანობით 1961 წლიდან არის დაკავებული“-განმარტავენ იაპონიის საელჩოში.
ჩაის ცერემონიაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს ბოტანიკური ბაღის საფასურის გადახდით (2 ლარი).
ცერემონია 27 სექტემბერს, 13:00 საათზე დაიწყება.

















