მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის 16 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების
შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად სტუმრების უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ ზვიად ჯელაძის შეგირდების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ჭაბუკთა (U-16 ) ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრები ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს ნაკრების ფორმა პირველად მოირგო გერმანიის U-17-ის ბუნდესლიგის გუნდის, „მაგდებურგის“ ფეხბურთელმა შაკო ოგბაიძემ.
„ეს ჩემთვის საპასუხისმგებლო მატჩთან ერთად თანაგუნდელების გაცნობაც იყო. მოგეხსენებათ, მე გერმანიის U-17-ის ბუნდესლიგის გუნდ, „მაგდებურგთან“ 2-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ძირითად დროს გერმანიაში ვატარებ.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, მიუხედავად რთული დასაწყისისა, გუნდმა მობილიზება მალევე შეძლო და თამაშის სასურველ კალაპოტში გადაყვანა მალევე მოახერხა, რაც საბოლოო შედეგზე აისახა კიდეც“-განაცხადა ”ნიუსპრესთან“ საუბარში შაკო ოგბაიძემ.

















