logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაშმა NASA-ს მეცნიერებთან ერთად კარლ საგანის ლაბორატორია დაათვალიერა
მარიამ ჯაშმა NASA-ს მეცნიერებთან ერთად კარლ საგანის ლაბორატორია დაათვალიერა
21:19 25.09.2017
განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA-ს) კოსმოსური ხომალდების, ვოიაჯერ 1-ისა და ვოიაჯერ 2-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფ “ვოიაჯერის“ პროგრამის ხელმძღვანელთან, ჯონ კასანთან და მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერთან, რობ მენინგტან ერთად „სტარტაპების“ მონაწილეებს შეხვდა და მეცნიერის, კარლ საგანის ლაბორატორიის გახსნას დაესწრო. მეცნიერები საქართველოში მეცნიერების და განათლების ფონდის „ნოვა“-ს ხელმძღვანელის, რამაზ ბლუაშვილის და ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდნენ.
“ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე კომიტეტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა.
„ეს არის ისტორიული მოვლენა. დღეს თბილისს თანამედროვე მეცნიერების ორი ცოცხალი ლეგენდა ესტუმრა. კვირეული ეძღვნება ოქროს დისკზე ჩაწერილი ქართული პოლიფონიური შედევრის, „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვებას. დაგეგმილი ღონისძიებების პარალელურად განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განვიხილავთ მომავალ შესაძლო თანამსრომლობას როგორც სტუდენტების, ასევე მეცნიერების გაცვლის თვალსაზრისით. ჩვენ NASA-ში არ გვყავს ქართველი მეცნიერები, განსხვავებით ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციისგან - CERN-ისგან, რომელიც ასევე ლიდერია ზუსტი მეცნიერებების კუთხით. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ვიზიტისთვის ჩვენ უკვე გვეყოლება ქართველი თანამემამულეები, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულები NASA-ს პროგრამებში“ , - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ხომალდი ვოიაჯერ 1 1977 წლის 5 სექტემბერს გაუშვეს კოსმოსში. 2012 წელს, მან მზის სისტემა დატოვა და ამჟამად ვარსკვლავთშორის სივრცეში იმყოფება. ვოიაჯერ 1 კაცობრიობის ერთადერთი ქმნილებაა, რომელმაც მშობლიური მზის სისტემა დატოვა. ვოიაჯერ 2 1977 წლის 20 აგვისტოს გაუშვეს და მალე მზის სისტემას ისიც დატოვებს.

ვიზიტის ფარგლებში, 28 სექტემბერს, 16 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, გაიმართება NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინრის, რობ მენინგის საჯარო ლექცია, რამაზ ბლუაშვილის ფილმის ჩვენება და ერისიონის კონცერტი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა