logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
იუსტიციის სახლი 87 წლის ქალბატონის გარდაცვლილად გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
იუსტიციის სახლი 87 წლის ქალბატონის გარდაცვლილად გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
14:41 25.09.2017
იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" 21 სექტემბერს გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადებას უკავშირდებოდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქალბატონს კუთვნლი პენსია რამდენიმე თვის განმავლობაში არ ჰქონდა აღებული და ადგილზე გასულ საველე ჯგუფს მოქალაქე სირანა ბარბაქაძის გარდაცვალება ორმა სრულწლოვანმა მოწმემ, მეზობლებმაც დაუდასტურეს.
"იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" 21 სექტემბერს გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეთერში გასული ინფორმაცია არაერთ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. კერძოდ, სიცრუეა, თითქოს სახელმწიფო უწყებებმა მოქალაქე სირანა ბარბაქაძე "გარდაცვლილად 2017 წლის იანვარში გამოაცხადეს" და რომ მოცემულ დღემდე, ანუ 21 სექტემბრამდე, "ის ელემენტარული დოკუმენტების მიღებასაც ვერ ახერხებს".
როგორც ცნობილია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მონაცემთა ბაზების დახვეწას მუდმივად ახორციელებს და პროაქტიულად აღრიცხავს დაურეგისტრირებელ გარდაცვალებისა და დაბადების ფაქტებს, რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, განსაკუთრებით, სოფლად.
მოქალაქე სირანა ბარბაქაძის გარდაცვალების შესახებ ოქმი სააგენტოს საგარეჯოს ტერიტორიულ სამსახურში არა "იანვარში" ან "ცხრა თვის წინ", არამედ 15 ივნისს შედგა. დასახელებული მოქალაქის მონაცემი გადასამოწმებელ პირთა ჯგუფში მოხვდა შესაბამისი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, 1930 წელს დაბადებული მოქალაქე სირანა ბარბაქაძე რამდენიმე თვის განმავლობაში პირადად პენსიის მისაღებად აღარ გამოცხადებულა. ადგილზე გასულ საველე ჯგუფს მოქალაქე სირანა ბარბაქაძის გარდაცვალება ორმა სრულწლოვანმა მოწმემ, მეზობლებმა − კ.ჯ.-მ და ნ.ს.-მ − დაუდასტურა, რასთან დაკავშირებითაც კანონის დაცვით (იხ. "სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-5 პუნქტი და "სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების 75-ე მუხლი) შედგა შესაბამისი ოქმი. გარდაცვალების აქტი 19 ივნისს დარეგისტრირდა.
მას შემდეგ, რაც მოქალაქემ მიმართა გურჯაანის იუსტიციის სახლს აქტის ბათილობის მოთხოვნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების ფარგლებში დაბარებულ იქნენ მოწმეები კ.ჯ. და ნ.ს., რომელთაც განმარტეს, რომ მათ მიერ დადასტურებული ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ არასწორი აღმოჩნდა.
2017 წლის 7 სექტემბერს, "რუსთავი 2"-ის ეთერში სიუჟეტის გასვლამდე 2 კვირით ადრე, მოქალაქე სირანა ბარბაქაძის გარდაცვალების აქტის ჩანაწერი გაბათილებულ იქნა და მასზე 13 სექტემბერს გააქტიურდა მის სახელზე გაცემული ყველა დოკუმენტი. შესაბამისად, მოცემული სიუჟეტის ეთერში გასვლის მომენტისთვის, არამცთუ მოქალაქე "გარდაცვლილად გამოცხადებული" არ იყო, ის უკვე ფლობდა მთავარ "ელემენტარულ საბუთს" − საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას.
იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მომავალში მეტი სიზუსტისა და ეთერში ინფორმაციის განთავსებამდე მათგან ფაქტობრივი ინფორმაციის გამოთხოვისაკენ მოუწოდებენ, რათა საზოგადოებას მსგავს მნიშვნელოვან საქმეებზე მიეწოდოს სრული და მიუკერძოებელი ინფორმაცია"-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა