logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რუსთავში „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ მორიგი შეჯიბრება გაიმართა
რუსთავში „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ მორიგი შეჯიბრება გაიმართა
12:04 25.09.2017
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში “Bridgestone Black Sea Cup-2017” გაიმართა, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ და „ბრიჯსთოუნმა“ წარმოადგინა. შეჯიბრების გენერალური სპონსორი გახლდათ „მოტული“.
წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ მეთორმეტე წრიული რბოლა გაიმართა, რომელშიც ავტომობილების 3-მა სხვადასხვა კლასმა მიიღო მონაწილეობა: ფორმულა ალფა, ლეგენდა ქარს და კომპაქტ კლასი. შეჯიბრი გაიმართა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგულაციის მიხედვით და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით.
2017 წლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ რიგით მეთორმეტე წრიული ავტორბოლის გამარჯვებულები გახდნენ: ფორმულა ალფა - სანდრო თავართქილაძე; ლეგენდა ქარს - შოთა აფხაზავა და კომპაქტ კლასი - ვასილ ჭონიშვილი.
„ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017“-ის საპრიზო ფონდი შეადგენდა 12 000 ლარს, რომელიც გადანაწილდა სამივე კლასში, გამარჯვებულ მრბოლელებს შორის. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით.
„აღსანიშნავია რომ წლევანდელი „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ საკმაოდ დაძაბული და მეტად სანახაობრივი იყო, დიდი მადლობას გადავუხდი ჩვენს პარტნიორებს სტუმრობისთვის და მხარდაჭერისათვის - იაპონურ ბრენდს „ბრიჯსთოუნს“, ფრანგულ ბრენდს საავტომობილო ზეთების კუთხით - „მოტულს“, „შინაგან საქმეთა სამინისტროს“, რომლებიც ამ ღონისძიების უცვლელი მხარდამჭერები და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს“ - განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა დავით გოგინაშვილმა.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა