საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 4 კომპანიას
ელექტროენერგიიის წარმოების ტარიფები შეუმცირა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ამ დროსითვის უცნობია, აისახება თუ არა ტარიფის ცვლილება სამომხმარებლო ფასზე.
აღნიშნული ტარიფები თბოელექტროსადგურებისთვის მიმდინარე წლის ბოლომდე იმოქმედებს.
„4 თბოელექტროსადგურზე ტარიფები არის შემცირებული განსხვავებულად. მაქსიმალური შემცირება არის 4 თეთრი, მინიმალური 1 თეთრამდე და შესაბამისად, ამ შემცირებული ტარიფებით თბოელექტროსადგურები მიაწვდიან ელექტროსისტემას წლის ბოლომდე“- განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარე, ირინა მილორავამ.

















