ვაკის რაიონში, შიდა ეზოებში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს 6 მისამართზეც ხორციელდება, მათ შორის ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის XI კორპუსის და ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსის მიმდებარედ.
ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსთან უკვე გამოიცვალა ბორდიურები, იგეგმება საფეხმავლო ბილიკების ფილებით მოპირკეთება, საბავშვო მოედანზე კაუჩუკის საფარის დაგება, საქანელების, სკამების და სანაგვე ურნების განახლება.
უწყების ინფორმაციითვე, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის XI კორპუსთან კი საბავშვო მოედნის მოწყობა დასასრულს უახლოვდება, ამ დროისთვის უკვე განახლდა სასრიალო, საქანელები, სკამები და მოედნის საფარი. სულ მიმდინარე წლის ბოლომდე ვაკის რაიონში კიდევ 19 დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.

















