საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე საქართველოს
პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 2016-2017 წლებში საქართველოსადმი მტრულად განწყობილი თურქისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში სდებს ბრალს.
ანდრიაძის განცხადებით, თურქი, რომელმაც ორმაგი მოქალაქეობა მიიღო, მეგობრებთან ერთად ღიად გამოხატავს თავის მტრულ დამოკიდებულებას ქართველებისადმი და იმ ლაზებს დასცინის, ვინც თურქეთში ცხოვრობენ და საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ.
„სამწუხაროდ ეს ადამიანი და მისი მეგობრები, რომელთაც ორგანიზაციაც აქვთ, ღიად, საჯაროდ ამბობენ, რომ ლაზი და მეგრელი არ არიამ ქართველები და რომ ქართველები არიან დამპყრობლები და შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტსაც განიხილავენ როგორც ქართული მხარის მიერ წარმოაებულს. ესაა ღია და აშკარა, წყალი რომ არ გაუვა. ღიად წერენ ამას და სწორედ ამ ადამიანს მიანიჭა გიორგი მარგველაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა.
ახლა ეს უკვე ცინიზმში გადადის, რადგან ეს ხალხი თურქეთში ერთმანეთს ხვდება და იცნობს და ის ადამინი, რომელიც მტრულადაა და მტრები ამას დასცინის და საქართველოს პასპორტით დადის და საქართველოზე გულანთებული ლაზები კი აქედან კარებმიჯახუნებულები არიან, რატომ არ მიანიჭა იმ 17 ლაზსს მოქალაქეობა, რომელსაც ძალიან ავტორიტეტული პირები და ორგანიზაციები უწევდნენ რეკომენდაციას“- განაცხადა ანდრიაძემ.

















