ღვთისმშობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წირვა-ლოცვა ჩაატარა.
წირვის შემდეგ კი უწმინდესმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაქებით მიმართა.
როგორვ უწმინდესმა ბრძანა, ყოველ ხუთშაბათს საქართველოს გამთლიანებისა და გადარჩენის ლოცვას ჩატარდება.
"ეს ჩვენი და კაცობრიობის გადარჩენისა და ცხონების დასაწყისია. ამიტომაა მის მშობლებს იოაკიმესა და ანას ღვთის მშობლები ეწოდებათ. საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის ყოველ ხუთშაბათს ლოცვა ჩატარდება. მე ვფიქრობ, რომ ეს დიდ შედეგს გამოიღებს და ჩვენი ერი გამთლიანდება და გადარჩება"-ბრძანა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სრულიად მართმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს.

















