logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
17:50 20.09.2017
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ოპერის მომღერალის, ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
უწყება სრულიად საქართველოსა და მისი ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
“მძიმეა გამოთხოვება, მაგრამ დავიწყება შეუძლებელია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ჩვენი თვალსაჩინო თანამემამულის, სრულიად საქართველოს და მსოფლიო დონის მუსიკალური საზოგადოების კოლორიტის, საოპერო ხელოვნების უბადლო ვირტუოზის, საქართველოს სახალხო და ყოფილი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის, სახელმწიფო და ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატის, მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელის, წლების მანძილზე მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტის, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორის, ჭეშმარიტი პატრიოტის, მეცენატის, დევნილთა ქომაგის, აფხაზეთის პრობლემების ჭირისუფალის, აფხაზთა და ქართველთა მეგობრობის, მშვიდობის დესპანის ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო.
1993 წლიდან სიცოცხლის ბოლო დღემდე ბატონ ზურაბ სოტკილავას ყველაზე დიდი ტკივილი მისი მშობლიური აფხაზეთი იყო. მიუხედავად მიპატიჟებისა მის სანატრელ სოხუმში, ის ურყევად იდგა თავის პოზიციაზე - „....ჩემი სინდისი არ მაძლევს უფლებას, რომ მე ჩავიდე სოხუმში... სანამ იქიდან გამოდევნილი 300 000 ადამიანი არ დაბრუნდება, მე სოხუმში არ ჩავალ - ეს არის ჩემი პროტესტი!“ -
ქვეყნის წინაშე პირნათელი და ვალმოხდილი, ჭეშმარიტი პატრიოტი და სულით ხორცამდე ქართველი შეუერთდა დიდებული წინაპრების რიგებს. ბატონ ზურაბს მისი ანდერძისამებრ ქართული მიწა მიიბარებს.
მსუბუქი იყოს მისთვის სამშობლოს მიწა!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს და სრულიად საქართველოს“-ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ოპერის ცნობილი ქართველი მომღერალი ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა. მას 23 სექტემბერს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა