თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მობინადრეთა
კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში რეხისა და გოგი დოლიძის ქუჩებს, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში დარსიჭალისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებს არ მიეწოდება.
აღნიშნულ აბონენტებს წყალმომარაგება 20:00 საათიდან აღუდგება.
შატბერაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შატბერაშვილის, მცხეთის, ქობულეთისა და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19:00 საათამდე დიდი დიღმის დასახლებას შეუწყდა.
სანავარდოს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კი, წყალი 20:00 საათამდე სანავარდოს, მირზაანის, მაჩხაანისა და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.

















