უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ჟურნალისტი ვასილ სილაგაძე დიდუბის ეკლესიასთან პროტესტის ნიშნად
მათხოვრობს.
უბედური შემთხვევის დროს მიღებული სხეულის დაზიანების შედეგეად, მას 14 წელია გადაადგილება უჭირს, მდგომარეობა მძიმეა.
როგორც სილაგაძე აცხადებს, მან წინა და ახლანდელ მთავრობას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.
„აქ ვზივარ იმიტომ, რომ დავფიქრდე რა მდგომარეობაში ვარ. მათხოვრობით იმდენ ფულს ვერ მოვაგროვებ, რომ საზღვარგარეთ, გერმანიაში რეაბილიტაციის კურსები ჩავიტარო. ოჯახის წევრებმა არც კი იციან რომ ეკლესიასთან ვზივარ“- განაცხადა ჟურნალისტმა.
სილაგძის თქმით, არჩევნებამდე მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის შტაბბინასთან გადაინაცვლებს.
„ვინაიდან ნაცების ხელისუფლებას მოსვლა ისევ უნდათ, გავწყვიტე, ეკლესიიდან ზაალ უდუმაშვილის შტაბბინასთან გადავინაცვლო. გერმანიაში ჩატარებული რეაბილიტაციის კურსებით ფეხზე დავდგები. თუ დამეხმარებიან, ამით დამიმტკიცებენ, რომ ისინი ხალხზე მართლა ფიქრობენ.
გული მიკვდება ჟურნალისტები გვერდით რომ არ მიდგანან , ამიტომაც არ მიკვირს პარტიების უყურადღებობა ჩემდამი“- განაცხადა ვასილ სილაგაძემ.

















