ამასთან დაკავშირებით გრიგოლიამ სოციალური ქსელით განაცხადა და დაობებული იოგურტის ფოტოები გამოაქვეყნა.
როგორც ფოტოზეც ჩანს, იოგურტი ვადაგასული არაა და წესით ის მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ვარგისია.
„ეს რომ არ დავდო, შევირყევი. დაღლილი წამოვედი გადაცემიდან, მშიოდა. შევიარე მარკეტში, ვიყიდე იოგურტი. ვარგისიანობის ვადა გარკვევით აწერია, მოვედი სახლში, გავხსენი და შედეგი იხილეთ.. შეძენის ადგილი ვაკის ,,გუდვილი,,.p.s-საგანგებოდ ვინახავ, რომ უკან მივუტანო ხვალ (არ დამეზარება). იმიტომაც ვიწამლებით ასე ხშირად რძის პროდუქტებით“- წერს გრიგოლია.


















