logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
ლევან იზორია ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
13:33 20.09.2017
ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო კონფერენციას წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი კონფერენციის თემაა „გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში“. კონფერენციის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა, ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის წევრებმა მიიღეს, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. ჰუმბოლდტის კლუბი აერთიანებს 30-ზე მეტ ქართველ მეცნიერს, რომლებიც სხვადასხვა დროს ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატები ან ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატები იყვნენ. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და გერმანიის სამეცნიერო, კულტურული და სოციალური დაახლოების კუთხით ჰუმბოლდტის ფონდის წვლილზე ისაუბრა.
ლევან იზორიას განცხადებით, გერმანიაში ცხოვრების პერიოდი იყო დასავლური კულტურის გაცნობისა და საერთო ღირებულებების გაზიარების შესაძლებლობა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს იზიარებს, რაც პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ღირებულებებისა და განმტკიცების მიზნით, ქართველი სამხედროები გერმანელ, ასევე სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, სამშვიდობო მისიას ასრულებენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ჰუმბოლდტის ფონდის დეპარტამენტის თავმჯდომარემ შტეფენ მელიხმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე პაიჩმა და სხვა სტუმრებმაც მიმართეს. ინტერდისციპლინარული კონფერენცია ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ეგიდით ტარდება და 12 ქვეყნის (აშშ, ბულგარეთი, გერმანია, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) 102 მომხსენებელს აერთიანებს. ჰუმბოლდტის ფონდი გერმანიის გარეთ სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად „ჰუმბოლდტ-კოლეგის“ (Humboldt-Kolleg) სახელით ცნობილ მსხვილმასშტაბიან წარმომადგენლობით კონფერენციებს აფინანსებს. კონფერენცია საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტის ალექსანდრე კარტოზიას ორგანიზებით ტარდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა