კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს. კერძოდ, სოფელ დიღმის, ჩალისპირების დასახლების, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის, ერედვის, ავთანდილის, რამაზის და დავარის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე კი ელექტრომომარაგება შეუწყდება ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ძოწენიძის, რამაზ ჩხიკვაძის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 11:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ვაკის რაიონს. კერძოდ, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ბაზალეთის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე კი ელექტრომომარაგება კრწანისის რაიონში
სოფელ თელეთის, ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდება.
რაც შეეხება სამგორის რაიონს, აქ 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

















