logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
14:44 19.09.2017
თბილისის მერი, დავით ნარმანია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ, თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში ახლად გახსნილ N69-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც წელს აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღეს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ აღსაზრდელებსა და თანამშრომლებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სწავლის დაწყება პატარებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებმა გია ვოლსკიმ და რიმა ბერაძემაც მიულოცეს.

უწყების ინფორმაციითვე, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ სწავლის დაწყების შემდეგ, ეს უკვე მეორე ბაღია,რომელიც გაიხსნა. დავით ნარმანიას თქმით, საბავშვო ბაღები ყოველდღიურ რეჟიმში იხსნება, რათა ყველა პატარამ შეძლოს სკოლამდელი აღზრდის მიღება.

„საბავშვო ბაღის პრობლემა ჩუღურეთის რაიონში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, რის შემდეგაც ახალი, თანამედროვე, ენერგოეფექტური ბაღი აშენდა. აქ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულად აღიზარდონ“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ახალ საბავშვო ბაღში შვიდი ჯგუფი ფუნქციონირებს და 250-მდე აღსაზრდელი ირიცხება. ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებულია. ამ მიზნით, პანდუსის გარდა, შენობაში გათვალისწინებულია ლიფტიც. საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, სადაც განთავსებულია ატრაქციონები და სათამაშო მოედანი. რამდენიმე დღის წინ კი ბაღის ეზოში არსებულ კედელზე ქართველი მხატვრის, თამაზ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით, მხატვართა ჯგუფმა ბავშვებისათვის საყვარელი პერსონაჟები მოხატა.

თბილისს წელს საბურთალოს, ჩუღურეთის, ნაძალადევისა და სამგორის რაიონებში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა