ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მრავალპროფილიანი სპორტული დარბაზების
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნული ობიექტები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
სპორტული დარბაზების რეაბილიტაციისთვის 1 143 000 ლარია გამოყოფილი და მათი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

















