logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით, დედაქალაქში შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტი განხორციელდება
ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით, დედაქალაქში შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტი განხორციელდება
21:54 18.09.2017
თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირება იქნება, - ამის შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება.

მისი თქმით, დედაქალაქში შესწავლილია რამდენიმე კრიტიკულადშემჭიდროვებული ადგილი, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია.

„დაგეგმილი გვაქვს შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელება.ესენია: მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი გზა და მარშალ გელოვანის ორდონიანი კვანძი გზაგამტარები; საბურთალოს რაიონში მარშალ გელოვანის გამზირის და ვასილ გოძიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარი; ვაკე-საბურთალოს რაიონში თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარები; გმირთა მოედნის მიმდებარე გზის გაფართოება; ვაკე-საბურთლოს რაიონში ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარი; კრწანისის რაიონში ქვედა და ზედა ფონიჭალის დამაკავშირებელი გზა და სარკინიგზო გამტარი გვირაბი; ვაკის რაიონში, მდინარე ვერეში, წყნეთის გზატკეცილისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიდაახლოებით, 300 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები შესრულდება.

ხმალაძის განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ასევე, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდება.

„ავტობუსების უმეტესობა ამორტიზებულია. შესაბამისად, მათი მხრიდან ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. სწორედ ამიტომ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროგრამას განვახორციელებთ. პრაქტიკულად, 700 ერთეულამდე ავტობუსის ჩანაცვლებას მოვახდენთ, რაშიც 260 მლნ ლარამდე დაიხარჯება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კერძო სატრანსპორტო საშუალებების ელექტრომობილებით ეტაპობრივად ჩანაცვლებაა, რომლის მიმართულებითაც, არაერთი წამახალისებელი პროგრამა განხორციელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა