logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აფხაზეთის მთავრობა გერმანიაში ოკუპირებული აფხაზეთის დე - ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
აფხაზეთის მთავრობა გერმანიაში ოკუპირებული აფხაზეთის დე - ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
17:45 18.09.2017
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოკუპირებული აფხაზეთის დე - ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკა ძალაშია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებაც მისი განუხრელი დამცველია.

„უკვე წლებია, რაც ყველანი ვართ თვითმხილველები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მცდელობებისა როგორმე წარმოაჩინონ ოკუპირებული აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე. უმთავრესი აქცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება. მათი მხრიდან, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანასთან, გარდა მატერიალური კეთილდღეობისა, აფხაზეთის დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება. სამწუხაროდ, ამისთვის დეზინფორმაციასაც არ იშურებენ. ამ შემთხვევაშიც, ამის მაგალითია იტალიის, ჩინეთის, თურქეთის კერძო სტრუქტურებთან ბიზნეს პროექტების განხორციელებითა და ხელშეკრულებების გაფორმებით ამ ქვეყნების მიერ აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების წარმოჩენა. კერძო პირების მიერ ნამოქმედარი, ვერანაირად ვერ იქნება გერმანიის სახელმწიფო პოზიციის ინდიკატორი.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკა ძალაშია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებაც მისი განუხრელი დამცველია. რაც, გერმანიის სამთავრობო წრეების მიერ გაკეთებული განცხადებებითაც დადასტურდა.
საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, არის მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, კონკრეტულ საზღვრებში აღიარებული სახელმწიფოს ლეგიტიმური ორგანო და მისი საქმიანობაც სახელმწიფოს რანგში განიხილება. ოკუპირებული აფხაზეთი კი ვერანაირად ვერ იქნება ლეგიტიმაციის მატარებელი და დროა გაითავისონ აფხაზმა თანამემამულეებმა, რომ ნებისმიერი მათი მცდელობა განწირულია კრახისთვის.
მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა აძლევს შესაძლებლობას და საუკეთესო შანსს აფხაზეთს, იყოს მსოფლიო თანამეგობრობის შემადგენელი ნაწილი და ისარგებლოს ყველა იმ სიკეთეებით, რასაც ცივილიზებული სამყარო სთავაზობს თავის სრულუფლებიან წევრებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება გერმანიის ხელისუფლებას ადექვატური რეაგირებისათვის და იმედოვნებს, რომ მსგავსი სახის გაუგებრობა არ განმეორდება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში“- აცხადებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა