ხულოს მუნიციპალიტეტში სამთო იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად
მიმდინარეობს.
ხულოს რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში კურორტ ბეშუმში ელექტროგადამცემ ქსელს რეაბილიტაცია უტარდება. ამ ეტაპზე დასრულების ფაზაშია ბოძების მოწყობის სამუშაოები. მიმდინარე წლის ბოლომდე კურორტს და მის მიმდებარე იალაღებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების ელექტროგადამცემი ქსელი ექნებათ.
სამუშაოები, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 248900 ლარი გამოიყო, ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შ.პ.ს. „ენერგოგზამ“ განახორციელა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე გაეცნო.

















