logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში გარბენი „ირბინე მშვიდობისთვის“ გაიმართა
თბილისში გარბენი „ირბინე მშვიდობისთვის“ გაიმართა
17:21 17.09.2017
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს გარბენში „ირბინე მშვიდობისთვის“.
გარბენი, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციისა და საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ორგანიზებით და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
გარბენმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირზე აიღო და 2,5-კილომეტრიან დისტანციას მოიცავდა.
გარბენში მონაწილეობა სპორტსმენებთან ერთად ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ღონისძიების ყველაზე პატარა მონაწილე 6 წლის, ხოლო ყველაზე უფროსი კი 87 წლის იყო. ორგანიზატორთა თქმით, ღონისძიების მიზანი სწორედ ესაა, რომ ხელი შეუწყოს მასობრივი სპორტის განვითარებასა და საზოგადოების ფიზიკურ გაჯანსაღებას, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.
„ყველა ის აქტივობა, რაც შეეხება ჯანსაღ ცხოვრებას, გაორმაგებით და გაათმაგებით მნიშვნელოვანია. არსებული ინფორმაციით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია ჩვენს ქვეყანაში სპორტში ჩართული ადამიანების და ეს ერთ-ერთი აქტივობაა დასაწყისი იმისა რომ ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ შესაბამისი გარემო და მოვუწოდოთ, უფრო მეტად დაკავდნენ სპორტით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში გამართული გარბენი დევიზით „ირბინე მშვიდობისთვის“ საქართველოში პირველად ჩატარდა და ამიერიდან სისტემატურად მოეწყობა. ამის გარდა, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ჩატარდეს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, ფესტივალები და კონფერენციები, მათ შორის: ირბინე საქართველო, ფიტნეს ფესტივალი, „Sportsway Tourism“ კონფერენცია, მსოფლიო სიარულის დღე, საჩვენებელი ტურნირი - Games of Heroes, საბრძოლო ხელოვნების ფესტივალები და სხვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა