ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის 2017 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება
გაიმართა. თსუ მაგისტრატურა წელს 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ცერემონიას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, კურსდამთავრებულების ცხოვრებაში დიდი ეტაპი დასრულდა, ისინი დღეს მაგისტრები არიან, და დარჩებიან უნივერსიტეტელებად. „ძალიან ლამაზი ზეიმი იყო და ვფიქრობ, რომ ასეთი შემართებით გაგრძელდება ჩვენი კონტაქტები, ყველა გახდება წარმატებული და უნივერსიტეტის დამთავრება იქნება წარმატების ფორმულა“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

















