საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ ნიუსპრესს“ ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების
სამსახურში განუცხადეს.
დღეს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდება. ამასთან, შესაძლებელია ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით მოიმატოს.
ჰაერის ტემპერატურა საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში 22-24 გრადუსი შენარჩუნდება.

















