ქვემო ქართლში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომელიც
რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ავტომანქანაში ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ 38 წლის მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, ის საქართველოში რუსთავის ავტობაზრობაზე მანქანის შესაძენად იყო ჩასული და უკან ბრუნდებოდა.
სამაშველო სამსახურმა მანქანიდან ცხედრის ამოყვანა სპეცტექნიკის საშუალებით შეძლო.

















