დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ 82 სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაცია დაასრულა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 27 მისამართზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეკეთდა, 5 ობიექტზე ლიფტი შეიცვალა, 4 მისამართზე სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, ასევე, დომოფონის, სენსორული სანათისა და მეტალის კარის მონტაჟიც გაკეთდა. ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები კი 2 მისამართზე დასრულდა.
გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, შენობის გამაგრების 5 საპროექტო დოკუმენტაციაც მომზადდა, 38 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეების, სართულშუა ნაპრალების, წყალსაწრეტი მილებისა და შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია დასრულდა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დასაფინანსებლად დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 910 254 ლარი გამოიყო.
სექტემბრის თვეში თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში სულ 32 განცხადება შევიდა. გამგეობის ინფორმაციით, განცხადებების დაფინანსება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

















