logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 დედაქალაქში ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება
დედაქალაქში ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება
13:37 15.09.2017
დედაქალაქში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება, რომლისთვისაც ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.

ამის შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.

„ისტორიული ნაწილი ქალაქის ეკონომიკისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ სიკეთეს ქმნის. აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ამბიციური გეგმა გააჩნია. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ვაპირებთ, განვახორციელოთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა, რომელიც ნახევარ მილიარდ ლარამდე ღირებულების იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი სამუშაოების შედეგად, უძრავი ქონების ღირებულება და მოსახლეობის ყოველდღიური შემოსავალი იზრდება, რომელიც ათპუნქტიანი პროგრამის პირდაპირი ბენეფიციარი იქნება.

აღნიშნული პროგრამის მიხედვით, სარეაბილიტაციო არეალებს შორის ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გუდიაშვილის მოედანი, ზემო კალის უბანი, ქვემო კალის უბანი, კოტე აფხაზის ქუჩა, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და ისტორიული ბაღები იქნება.

ირაკლი ხმალაძემ კახა კალაძის ხედვა წარადგინა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„ქალაქში 1700-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ძირითადად, მოედნების, ქუჩების, შენობების, სადარბაზოებისგან შედგება, რასაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. ჩვენს გუნდს აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოვუაროთ მათ. უნდა ჩავატაროთ რეინვენტარიზაცია და თანმიმდევრულად და ეტაპობრივად უნდა აღვადგინოთ. ასევე, ახლადაღდგენილი ადგილების მოვლა-პატრონობაზეც ვიზრონოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ურბანული პოლიტიკის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„ჩვენთვის ისტორიული უბნები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქალაქის იერსახე და სიმდიდრეა. პირობას გაძლევთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძველი თბილისის რეაბილიტაცია. ძველ უბნებში ახალი სიცოცხლე შემოდის და შესაბამისად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მასშტაბური პროექტები განხორციელდება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა