logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილებს საქართველოს ისტორიის სასაჩუქრე გამოცემები გადასცეს
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილებს საქართველოს ისტორიის სასაჩუქრე გამოცემები გადასცეს
12:45 15.09.2017
საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილებს, რომლებიც წელს სკოლაში პირველად წავიდნენ, საჩუქრად წიგნები გადასცეს.

საქართველოს ისტორიის სასაჩუქრე გამოცემას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მინაწერი წაუმძღვარა.

„დღევანდელი დღე შენი საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების დასაწყისია... წინ წარმატებისა და წინსვლის უსასრულო გზა გელის, რომელიც შენ გმირი მამის სახელის გასაგრძელებლად ღირსეულად უნდა გაიარო“- ნათქვამია იზორიას მინაწერში.


წელს პირველკლასელები არიან საქართველოს ინტერესებისათვის დაღუპული სამხედროების შვილები - გიორგი კვიწინაძე, ანამარია ნარინდოშვილი, ზაქრო ბერიძე და ანა შოშიაშვილი. ბავშვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, პირველკლასელობის გარდა, მათ საქართველოს ისტორია აერთიანებთ.
დღეს პირველკასელები სკოლებში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მივიდნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული კაპრალის, ალექსანდრე კვიწინაძის შვილი - გიორგი კვიწინაძე სკოლაში პირადად მიიყვანა. კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბაზა „შირგაზზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2013 წელს დაიღუპა. თავდაცვის მინისტრმა პირველკლასელი გიორგი თბილისის №108 საჯარო სკოლაში სახლიდან პირადად მიაცილა, სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ავღანეთში 2013 წელს სათვალთვალთვალო პუნქტ „ორბზე“ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული რიგითის, მიხეილ ნარინდოშვილის შვილი - ანამარია თბილისის №48 საჯარო სკოლაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძის თანხლებით მივიდა.
ქუთაისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა „იმედს“ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი პირველკლასელ ზაქრო ბერიძესთან ერთად ესტუმრა. პატარა ზაქროს მამა - უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძე 2011 წელს სამშვიდობო მისიის შესრულებისას კომბინირებული პატრულირების დროს დაიღუპა.

პირველკლასელია კაპრალ ემზარ შოშიაშვილის შვილი - ანა, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გორის №5 საჯარო სკოლაში მიიყვანა. ანა შოშიაშვილის მამა 2011 წელს სასწავლო ცენტრ კრწანისში სწავლების დროს დაიღუპა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა