logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 რეაბილიტირებული პეკინის ქუჩა დღეს გაიხსნება
რეაბილიტირებული პეკინის ქუჩა დღეს გაიხსნება
12:11 15.09.2017
პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები  დასრულებულია.
როგორც თბილისი მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, პეკინის ქუჩაზე უახლოეს დღეებში ტროტუარების მოპირკეთება დასრულდება, რის შემდეგაც ქუჩა როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის სრულად გაიხსნება.
"მიუხედავად ჩვენი ოპონენტების სკეპტიკური განწყობისა, ჩვენ ამ პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ და ისევე როგორც ჩვენი ყველა სხვა დაპირება, ამასაც საკმაოდ მოკლე დროში შევასრულეთ" - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე, პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და მოსახლეობას გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მერიის სხვადასხვა სამსახურების, კომპანია "ჯი ვი პი"-სა და "ბლექ სი გრუპის" კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პეკინის ქუჩაზე საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პეკინის ქუჩაზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგო. მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოიცვალა; წყალსადენის ქსელი, გერმანელი ექსპერტების დახმარებით, ევროპული ტექნოლოგიით მთლიანად განახლდა; ექსპლუატაციაში გაშვებამდე ქსელს ჰიდროტესტირება ჩაუტარდა; შუქნიშნის ყველა ობიექტი გამოიცვალა და შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი აპარატურითა და "სიმენსის" უახლესი კონტროლერებით აღიჭურვა.
პეკინი ვაჟა- ფშაველასა და პეკინი-ყაზბეგის გამზირის კვეთებში უსაფრთხოების კუნძულები გაკეთდა, ხოლო, კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გზა გაფართოვდა და 1 საავტომობილო ზოლი დაემატა.
დაპროექტდა ველობილიკი, სადაც ველოსადგომებისთვის 4 ლოკაცია გამოიყო. ტრანსპორტის სამსახურის მიერ, ველობილიკი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ნიშნებითა და მონიშვნებით.
უახლოეს დღეებში ავტობუსების ზოლების "ბასლაინების"მოწყობაც იგეგმება, რის შემდეგაც ავტობუსების გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დაიდგმება.
ქვეითთა გადასასვლელები ცივი პლასტის მეთოდით დაიხაზება. ორფეროვანი, ან ერთფეროვანი "ზებრები" სპეციალური შუშის ბურთულაკებით დაიფარება, რომლებიც ხელოვნური განათებისას ბზინავს და მაღალ ხილვადობას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, პეკინის ქუჩაზე 100 ქოთანი დაიდგმება, რომლებშიც დეკორატიული ბუჩქები დაირგვება.
პეკინის ქუჩაზე ავტომობილების პარკირების ახალი სქემაც შემუშავებულია. პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაში არსებულ სამკუთხედში მიახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. პეკინის ქუჩაზე სულ პარკირების 205 ადგილი იქნება.
რაც შეეხება პეკინის ქუჩის გაცალმხრივებას, როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება.

"პეკინის ქუჩაზე ამ ეტაპზე მოძრაობა იმ რეჟიმში ხორციელდება, რაც პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დროს გვქონდა. ანუ ცალმხრივი მოძრაობაა ყაზბეგიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ისევე როგორც 26 მაისის მოედნიდან კოსტავას და შემდეგ უკვე შარტავას ქუჩების გავლით არის ცალმხრივი მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება" - განაცხადა დავით ნარმანიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა