თბილისის მერის დავით ნარმანიას განცახადებით, თბილისობა 2017"-ის ფარგლებში, წელს მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება.
მისი თქმით, წლევანდელი დღესასწაულის მთავარი ლოკაციები "ახალი ტფილისი", რიყე და ლეღვთახევი იქნება.
"მოგეხსენებათ, თბილისობა წელს 7-8 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისიაა შექმნილი, რომელიც ღონისძიების სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს.
დღესასწაული წელსაც მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება და ის მთელ ქალაქს მოიცავს" - განაცხადა დავით ნარმანიამ.
"თბილისობა 2017"-ის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ. ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულზე ყველა თაობის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს.

















